ქრისტინული ვებ-გვერდის "ქრისტიანი მლოცველი"ს მიზანია - ქართულენოვან ადამიანებში ღვითის სიტყვის სიყვარულის გაღვივება.
იმედი მაქვს, რომ ეს ჩემი მოკრძალებული სურვილი და მცირეოდენი შრომა, უკვალოდ არ ჩაივლის.
ერთი ადამიანიც რომ დაინტერესდეს წმინდა წერილის შესწავლით, თუნდაც ამ ერთმა ადამიანმა რომ ირწმუნოს ცოცხალი ღმერთის წმინდა სამება: მამა, ძე და სულიწმინდა - გადასარჩენად, ჩემთვის ეს უდიდესი საჩუქარი იქნება...
"ქრისტიანი მლოცველის" სტუმრებს გეპატიჟებით ინტელექტუალურ სუფრასთან, სადაც ყველა საკვები მომზადებულია უფლის სიყვარულით და მისი განდიდების სურვლით.
გისურვებთ ნაყოფიერ მოგზაურობას ჩვენს ქრისტიანულ ვებ-გვერდზე. (საძიებელი მოთავსებულია ამ სტატიის ზემოთ)
მინდა ისიც მოგახსენოთ, რომ კანადელმა ქრისტიანებმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მეც გახლავართ, საქართველო დავტოვეთ 1994 წელს და ქართული მართლმადიდებლური სამყაროს სალანძღავ ობიექტად ვიქეცით, რადგან განვუდექით წარმართულ მართლმადიდებლურ რელიგიას და სანაცვლოდ ბიბლიური იესო ქრისტე ვაღიარეთ ჩვენს უფლად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ რეზო ბაქრაძეს (თეოფილე მალაქიას), რომელიც კანადელ ქრისტიანებში ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული, თავმდაბალი და უბრალო ადამიანია, მიუხედავად მისი ძლიერი ინტელექტისა და განათლებისა: თეოლოგიაში, ფილოსოფიაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ბატონი თეოფილე არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც უსაზღვროდ დიდი შრომა აქვს ჩადებული ბიბლიური ქრისტიანობის აღორძინების მცდელობაში - ქართულენოვან მოსახლეობაში. დღეს-დღეობით 6,500.00-მდე ვიდეო ჩანაწრია განთავსებული YouTube გვერდზე - https://www.youtube.com/user/TMalakia
ბატონი თეოფილეს ლექციების, ქადაგებების, ბიბლიის წიგნების გარჩევების, ლიტერეტურული ნაწარმოებების განხილვისა და ფილოსოფიური მსჯელობების აუდიო ჩანაწერები კეთდება წელიწადში 365 დღეს. ამიტომაც სრულიად ლოგიკურია, რომ დღევანდელ რეალობაში მასზეა ყველაზე დიდი შეტევა მართლმადიდებლური საზოგადოების მხრიდან. შეუთხზეს უამრავი ჭორი და ჩირქი სცხეს მის პიროვნებასა და მათ, ვინც ბატონ თეოფილესთან ერთად დაადგა ბიბლიური ქრისტიანობის გზას. (მაგრამ ღმერთის დაწყებულ საქმეს ვერავინ ვერ შეაჩერებს)
აგრეთვე მადლობას ვუხდი პიროვნებას, რომელსაც ყველაზე მეტად ეკუთვნის მადლიერება და განდიდება! ეს არის ღმერთი, სამყაროს შემომქმედი და წმინდა სამება, რომელის გზებსაც ადამიანი ვერ შეიცნობს ბოლომდე.
ჩვენმა ღმერთმა, რომელიც წინასწარ განჭვრეტს ყოველივეს, რომელმაც ჩვენზე უკეთ იცოდა რა არჩევანს გავაკეთებდით, რა შესაძლებლობები გვქონდა და რა ფორმით უნდა განგვედიდებინა მისი სახელი, ასე შეგვკრიბა ერთად მისი სახელის მოყვარული ადამიანები და მის სამსახურში ჩაგვაყენა ჩვენივე სურვილითა და სიხარულით.
დღეს ჩვენ, კანადელი ქართველი ქრისტიანები, ვაღიარებთ ბიბლიურ ღემრთის სამებას: მამას, ძეს და სულიწმინდას, რომელმაც შექმნა ეს სამყარო, რომელმაც გამოგვისყიდა ჩვენი ცოდვებისაგან და რომელიც დათქმულ დროს წინ წაგვიძღვება თავის სასუფეველში! დიდება მას უკუნითი უკუნისამდე!
ეხლა კი ვისაც სურვილი გაქვთ ჩვენს შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გაგებისა, გთავაზობთ ჩვენი ცხოვრების მოკლე ისტორიას ვიდეოს სახით.
ჩვენი ვებ-გვერდის ყველა სტუმარს გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს იესო ქრისტეში...
მაია ბერიძიშვილი.
1) ქართველი ლექტორის (რეზო ბაქრაძის)

No comments:
Post a Comment